საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “გენტის” ძირითად შემადგენლობაშია!
თბილისის დროით 22:45-ზე ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში “ანდერლეხტი” შინ “გენტს” მიიღებს.
გიორგი ბოლოს ბელგიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში 2021 წლის 6 ივნისს ამხანგურ შეხვედრაში ნიდერლანდული “ფეინოორდის” წინააღმდეგ იყო.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა წლევანდელ სეზონში 3 ჩატარებულ მატჩი 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Met deze 1️⃣1️⃣ gaan we er straks tegenaan op bezoek bij @rscanderlecht! 🔵⚪ #COBW #andgnt #jpl pic.twitter.com/zTQ9DtY3Et
— KAA Gent (@KAAGent) September 23, 2021





