საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.
K ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ულსან ჰიუნდაი“ „პოჩანგს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა 51-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი 0:2 დააწინაურა. მთავარმა მწვრთნელმა 28 წლის ფეხბურთელი 81-ე წუთზე შეცვალა.
ვაკოს სამხრეთ კორეის ჩემპიონატში უკვე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.








