ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩში “სამტრედიამ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. იმერული დერბი გია ცეცაძის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დასრულდა.
შეხვედრა საკმაოდ დინამიური და მომენტებით გამორჩეული გამოდგა. მატჩის მე-15 წუთზე რეკიშის გადაცემას ბუკასი გამოეხმაურა და ტორპედოელები დააწინაურა. შეხვედრის 24-ე წუთზე ნიკოლა პრელჩეჩმა წონასწორობა აღადგინა. მატჩის 35-ე წუთზე მათე კვირკვაიას პასით ნიკოლა პრელშიჩმა სამტრედიულები დააწიანურა.
მეორე ტაიმში, გია ცეცაძის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და შეხვედრის 68-ე წუთზე კვირკვაიამ საგოლე პასს გოლიც დაუმატა და სხვაობა 2-მდე გაზარდა. მატჩის 76-ე წუთზე პრელჩეჩმა მეკარე მოატყუა, მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ კახა ჩხეტიანის გუნდი მე-7 ადგილზე იმყოფება, სამტრედია კი კვლავ ბოლო ადგილზეა.
გია ცეცაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს, ქუთაისის “ტორპედო” კი თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.





