ეკატერინე გორგოძე ესპანეთში, ვალენსიას საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
საქართველოს პირველმა ქალმა ჩოგანმა ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი, არანტხა რუსი 3 სეტში – 7:6; 1:6; 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩი 2 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ მსოფლიოს 75-ე ნომრის დამარცხება მოახერხა.
გორგოძე მეოთხედფინალში დღეს უნგრელ, დალმა გალფისთან მსოფლიოს 138-ე ჩოგანთან ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას 29 წლის გორგოძემ და 26 წლის ბარამ წყვილებში კარლსრუეს ტურნირი მოიგეს.





