ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტური მარტვილის „მერანსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
თამაშის მიწურულს, როდესაც ანგარიში „მერანის“ სასარგებლოდ 3:2 იყო, მოედანზე ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად, კონფლიქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც მოგვიანებით ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შედეგად, შეხვედრა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო, კონფლიქტი კი სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების დიდი ნაწილის ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა.
რაც შეეხება მატჩს, ის მარტვილელი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.





