ხვიჩა კვარაცხელია თითქმის 1 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა “ურალის” წინააღმდეგ “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, რომელიც ყაზანურმა კლუბმა 4:0 მოიგო. ხვიჩამ საგოლე პასი მიითვალა. ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა 23 წლის დანიელ ანდერს დრეიერს, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა.
ხვიჩამ თავი მე-2 წუთზე გამოიჩინა, როცა მარცხენა ფლანგზე მეტოქე მოატყუა და ახალწვეულ ანდერს დრეიერს გაატანინა. მე-18 წუთზე კვარაცხელიამ შესანიშნავი მომენტი შექმნა, მარცხნიდან შევიდა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ურალის მეკარემ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
კვარაცხელია მე-2 ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო და ის 63-ე წუთზე გამოცვალეს.”ჩემპიონატმა” ხვიჩას 7.5 ქულა დაუწერა.
მატჩის შემდეგ რუბინის დანიელმა დებიუტანტმა ანდერს დრეიერმა და ლეონიდ სლუცკიმ კომენტარი გააკეთეს.
ანდერს დრეიერი: “ქუსლით გავიტანე, თუმცა, როცა კვარაცხელიას ჩაწოდებული დავინახე, სხვა შანსი უბრალოდ არ იყო. ეს იყო შესანიშნავი საგოლე პასი და გოლი”.
ლეონიდ სლუცკი: დრეიერი კომბინაციური სტილის ფეხბურთელია და დიდად არის დამოკიდებული თანაგუნდელებზე. აი, კვარაცხელია ჰიპერინდივიდუალისტია, მასზე ნაკლებად მოქმედებს თანაგუნდელების ფორმა.





