რუსული ინტერნეტ გამოცემა Championat.com საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვაცარხელიას შესახებ წერს.
გამოცემამ დეტალურად ისაუბრა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო მომავლის, და გასული ზაფხულის შესახებ. სააგენტოს ჟურნალისტის მტკიცებით, 20 წლის ფეხბურთელი გამუდმებით კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა, რომ დიდი რაოდენობით არ დაეტვირთა, რადგან შესაძლოა სხვა გუნდში გადასულიყო და ტრავმების ეშინოდა.
„ამბობენ, რომ მთელი აგვისტოს ჩათვლით, ხვიჩა კვარაცხელია ლეონიდ სლუცკისთან სულ კამათობდა და სთხოვდა ნაკლებად დატვირთვას, რადგან შესაძლო ტრავმის ეშინოდა. მთავარმა მწვრთნელმა ამაზე უარი უთხრა და ფეხბურთელს პირველი წუთებიდან ათამაშებდა.
აგვისტოს შუა რიცხვებში ხვიჩა კვლავ დაშავდა – ეს არის ოფიციალური ვერსია. არაოფიციალურად კი, ფეხბურთელი ყველაფრით დაიღალა და თამაშზე უარი თავად თქვა, რადგან ის ევროპაში გადასვლაში სრულიად დარწმუნებული იყო.
ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულ კლუბებზე ყოველ კვირას წერდნენ და სავარაუდოდ ქართველი ტალანტის ფასს ამაღლებდნენ. სიაში იყო იტალიის ყველა გრანდი, რამდენიმე ინგლისური, გერმანული და ესპანური კლუბი.
თემას მაღალ ინტერესს ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელიც უნარჩუნებდა, რომელმაც დაასახელა 10 დაინტერესებული კლუბი და რომ ორთან კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაგრამ როგორც ჩანს, ქართველმა მაესტრომ დაივიწყა: საჯარო განცხადებები ფასეული რეალური ინტერესითაა, ბლეფი კი მყისიერად იგრძნობა.
რომელიმე კლუბს ხვიჩას და „რუბინისთვის“ რეალური წინადადება რომ შეეთავაზებინა, უპირველესად მოითხოვდნენ – არანაირი კომენტარი პრესაში. მამუკა ჯუღელი კი ყოველთვის რაღაც ინფორმაციას აჟღერებდა პრესაში, თითქოსდა მოლაპარაკებებში ტოპ-ჩემპიონატების კლუბები იყვნენ გამოსულები.
ახლა ქართველ ტალანტს ორი გზა აქვს: ან გააჩერებს განვითარებას და ყველაზე ნიჭიერის სტატუსიდან ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელის სტატუსს მიიღებს, ერთი წლის შემდეგ კი იუვენტუსთან ახლოსაც არ იქნება. ან უფრო აგრესიულად ვარჯიშს დაიწყებს, გაარღვევს რუსეთის პრემიერლიგას და მომავალ ზაფხულს სასურველი თანხის სანაცვლოდ ევროპაში წავა.
ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მწვრთნელი ხომ იმედებს ჯერაც მასზე ამყარებს. ძაღლს „კვარას“ ტყუილად როდი დაარქმევდა“, – წერია სტატიაში.





