ტოტენჰემის ნახევარმცველის, ჰეუნ მინ სონის ბურნლის წინააღმდეგ (5: 0) გატანილი გოლი 2020 წლის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
სამხრეთ კორეელმა ნახევარმცველმა ბურთი საკუთარი ნახევარიდან წამოიღო და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა.
წლის ტოპ 3 გოლის პრეტენდენტებში სონთან ერთად შედიოდნენ: ატლეტიკოს თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელმაც ბარსელონას და მაიორკას მატჩში (5: 2) ქუსლით გაიტანა და ფლამენგოს ნახევარმცველი ჯორჯიან დე არასკაეტა, რომელმაც ბრაზილიის სერა ა-ს მატჩში სეარას წინააღმდეგ გაიტანა (3: 0).




