საქართველოს ნაკრების 29 წლის კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ “ცსკა”-ს შემადგენლობაში პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა.
რუსული გუნდის მოწინააღმდეგე “მბა” გახლდათ, რომელიც ძალიან მარტივად 59:107 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 10 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ცსკას” შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართული წარმოშობის კალათბურთელი ანტონ კარდახანაშვილი ვიხილეთ.




