საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრების ფეხბურელმა გიორგი აბრუჯანიამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“პირველ რიგში ჩვენი კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზეა მიმართული, რადგან სასწორზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დევს. შინ ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ”. – განაცხადა აბურჯანიამ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში 2 სექტემბერს კოსოვოს მიიღებს და 5 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრება. 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანგურ მატჩში ბულგარეთის ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.





