კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ “იუნაიტედში” დაბრუნდა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაირა და კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ფეხბურთელმა მანკუნიანელთა რიგებში დაბრუნების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
”მანჩესტერ იუნაიტედი არის კლუბი, რომელიც მუდამ დიდ ადგილს იკავებდა ჩემს გულში, გაოგნებული დავრჩი იმ ყურადღებით, რომელიც გასულ პარასკევს ვიგრძენი. მოუთმენლად ველოდები როცა ვითამაშებ ოლდ ტრაფოლდის სავსე სტადიონზე და ისევ ვნახავ გულშემატკივრებს. გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ შევუერთდები, ვიმედოვნებ რომ კარგი სეზონი გვექნება.”-განაცხადა რონალდუმ
შეგახსნებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი წითელი ეშმაკების ღირსებას აქამდე 2003-2009 წლებში იცავდა.
🇵🇹🔴 𝗩𝗜𝗩𝗔 𝗥𝗢𝗡𝗔𝗟𝗗𝗢 🔴🇵🇹
🏡 @Cristiano is back!#MUFC | #RonaldoReturns
— Manchester United (@ManUtd) August 31, 2021





