ნიკა კაჭარავას შარშან დეკემბერში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, სრულფასოვან ვარჯიშს მალე განაახლებს და თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდება.
კვიპროსული მედიის ინფორმაციით სულ მალე “ანორთოსისის” 27 წლის ქართველი ცენტრფორვარდი სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
ნიკა კაჭარავა კვიპრუსულ კლუბში 2018 წლიდან გამოდის და “ანორთოსისთან” ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ კაჭარავა შარშან იჯარით პოლონურ “ლეხში” გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. ზაფხულში ნიკა ისევ ანორთოსისს დაუბრუნდა.





