ლატვიის ქალაქ რიგაში გამართულ ძიუდოს კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.
ჩემპიონი -81 კგ წონით მოასპარეზე ალექსანდრე ლოლაძე გახდა, 17 წლის სპორტსმენმა ფინალამდე 3 მეტოქე დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი ფრანგ მეტოქეს 24 წამში სძლია.
საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები არჩილ მამულაშვილმა და საბა ქარდავამ მოუტანეს.
საბოლოო ჯამში ქართულმა დელეგაციამ საერთო გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით მე-7 ადგილზე დაასრულა.








