USAToday-მ NBA-ს საზაფხულო ლიგის საუკეთესო 15 კალათბურთელი შეარჩია და მათ შორის სანდრო მამუკელაშვილიც დაასახელა. მილუოკი ბაქსის ქართველი ფორვარდი მე-3 სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.
“სანდრომ საზაფხულო ლიგაში ძალიან შედეგიანად ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ დრაფტის მე-2 რაუნდში არჩეულებში საუკეთესოდაც კი გამოიყურებოდა”, – წერს აღნიშნული ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ მილუოკი ბაქსმა სანდრო მამუკელაშვილს უკვე გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ის სეზონში 50 დღე მილუოკის რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი G ლიგაში.








