გორის “დილას” სრულმა შემადგენლობამ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ფეხბურთელები სინოფარმის ვაქცინით აიცრნენ. ინფორმაციას გორული გუნდის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

შეგახსნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ეროვნული ლიგა შეწყდა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 4 სექტემბრიდან განახლდება.





