ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური თავისი ძმის დაკრძალვაზე ბადრაგების თანხლებით მივიდა. ამის ამსახველ კადრებს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ვეტერან სპორტსმენს გუშინ თელავის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება ზვიადაურს სოფელ წინანდალთან მომხდარი გარჩევის საქმეზე განზრახ მკვლელობას ედავება, დაცვის მხარე კი ამტკიცებს რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
შეგახსნენებთ, რომ 16 აგვისტოს, სოფელ წინანდალთან მომხდარ სისხლიან გარჩევას 3 ადამიანი ემსხვერპლა 2 კი დაიჭრა. გადრაცვლილთა შორის არის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
ცნობისთვის, ყოფილ პარლამენტარს და ოლიმპიურ ჩემპიონს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები: ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ძიუდოისტები, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.





