ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონულმა სასამართლომ ძიუდოში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომაზე ყოფილი სპორტსმენი და დეპუტატი სიტყვით წარსდგა და მოსამართლეს ასეთი რამ უთხრა:
„ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა. მე ნათქვამი მაქვს გამოიძებისთვის, რომ ჯერ დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა არ მცალიაო, შემდეგ დავურეკე ჯაბას, სად ხარ-თქო. მითხრა წინანდალშიო. მოსვლიათ ჩხუბი. ამ ჯგუფს ჯაბა და მისი მეგობარი უცემიათ. მითხრა სადაც იყვნენ. ზვიადი სად არის-თქო და აქ არისო. ახმეტიდან წავედი. როცა ჩავედი, ძალიან ბევრი ხალხი იყო შეგროვებული. პირველ ნაკადს რომ ავცდი, 15-20 მეტრის ზემოთ დავინახე ჩემი ძმა და ესენი. ალბათ მაგდენივე იყო ჩემის ძმის მხარესაც. ზემოთ იყვნენ ისინი, ვისთანაც მივდიოდი. როცა მივედი და მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, გადავკოცნე ჩემი ძმა, არ მენახა იმ დღეს. შევეკითხე რა ხდება-მეთქი. ამათ ქვემოთა მხრიდან დაიწყეს საუბარი, ყვირილი, აქ დაიღვრება სისხლიო. ამ ადამიანს ეკიდა ჩანთა და ხელი ჰქონდა ჩადებული. როგორც კი მივიდნენ, ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა და დადგა ეს შედეგი“, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სასამართლო სხდომის დარბაზში.
შეგახსნენებთ, რომ 16 აგვისტოს, სოფელ წინანდალთან მომხდარ სისხლიან გარჩევას 3 ადამიანი ემსხვერპლა 2 კი დაიჭრა. გადრაცვლილთა შორის არის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. თავად სპორტსმენი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება მას მოწინააღმდეგე მხარედან ერთ-ერთი პირის პირის მკვლელობას ედავება.
ცნობისთვის, ყოფილ პარლამენტარს და ოლიმპიურ ჩემპიონს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები: ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ძიუდოისტები, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი.





