27 წლის ბერძენი ფეხბურთელი ვასილის კარაგუნისი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.
გამოცდილი შუახაზელი იმერულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ბერძენ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში იტალიურ “უდინეზეში”, “ოლიმპიაკოსში” და სხვადასხვა ბერძნულ კლუბებში უთამაშია, ბოლოს კვიპროსულ “ერმის არადიპოუში” ირიცხებოდა სადაც 32 მატჩი ჩაატარა.
საგულისხმოა, რომ კარაგუნისი საბერძენთის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა.





