ესპანური „ვალენსიას“ ქართველმა ახალწვეულმა, გიორგი მამარდაშვილმა კლუბში დამაჯერებელი თამაშით ადგილობრივ ქომაგებს თავი უკვე შეაყვარა.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პირობა დადო, რომ თუ მის Twitter-გვერდზე გამომწერების რაოდენობა 800-ს მიაღწევდა, ის ქართველ მეკარეს სპეციალურ სიმღერას მიუძღვნიდა და პირობა შეასრულა კიდეც.





