ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით ისევ ყაზანის “რუბინშია”. “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა 20 წლის ქართველი ტალანტის მოსალოდნელ ტრანსფერზე.
“სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა, არ შეიძლება კლუბში ნებისმიერი ფეხბურთელის მდგომარეობაზე მსჯელობა. გულშემატკივრებისა და ყველა ჩვენგანის სამწუხაროდ, ხვიჩასთან დაკავშირებით ხმაური მეტია, ვიდრე რეალობა.
ჩვენც და ხვიჩაც უკვე დავიღალეთ შეკითხვებით. კვარაცხელია ალმასია და ამისთანა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყოველთვის ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ადამიანები მოვლენებს წინ უსწრებენ და სურთ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ბიზნესია, სადაც ცოცხალი ადამიანები მოქმედებენ.
კვარაცხელიასთან დაკავშირებით არცთუ მარტივი ვითარებაა, მაგრამ რეალური სახლეები ისევ არ არის. მხოლოდ 5 სექტემბერს (რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის თარიღი) შეიძლება გადაჭრით საუბარი”, – ამბობს იაროვინსკი.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინში” 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყაზანის კლუბის მაისურით 51 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მითვალა 13 საგოლე პასი. Transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას 18 მილიონ ევროდ აფასებს.








