32 წლის განელი ფეხბურთელი სამუელ ინკუმი ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ინფორმაციას იმერული კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.
რამოდენიმე თვის წინ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა, მაგრამ როგორც ჩანს ინკუმმა და ტორპედომ თანამშრომლობა ისევ გადაწყვიტეს.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გამცდილმა მცველმა კახა ჩხეტიანის გუნდში 16 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





