ტოკიო 2020-ზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა.
ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად, 5:2 დაამარცხა. შედეგად გენო ნახევარფინალში იჭიდავებს, მისი მეტოქე კი ირანელი ამირ ჰუსეინ ზარე იქნება.
ფინალში გასასვლელი შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათიდან გაიმართება.







