კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “დინამო” ბათუმმა ბელარუსში “ბატე” 4:1 დაამარცხა და კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
თამაშის შემდეგ, ბატე-ს მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ თამაში შეაფასა.
ვიტალი ჟუკოვსკი
“გუნდი გადაიწვა. ეს ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში უარყოფითი შედეგი იმის გამო მივიღეთ, რომ ფეხბურთის თამაშის შეგვეშინდა.
ახლა რასაც ვგრძნობ, ეს სირცხვილის გრძნობაა. ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია. ასეთი სირცხვილი აქამდე არასდროს მიგრძნია.
მეორე ტაიმის დასაწყისში დანიშნულმა პენალტმა მეტოქეს საქმე ძალიან გაუადვილა, თუმცა ორი აზრი არ არსებობს, რომ დინამო ბათუმმა მეორე ტაიმი ძალიან კარგად დაგეგმა. შეუძლებელია, გუნდს თამაში 47-ე წუთზე ენგრეოდეს.”
“დინამო” ბათუმს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ “სივასპორთან” მატჩი ელოდება. 5 აგვისტოს “დინამო” ბათუმი თურქულ კლუბს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში სტუმრად დაუპირისპირდება.








