პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ფეხბურთზე მეტად კრივი და შერეული საბრძოლო ხელოვნება. ჰყვარებია.
ამის შესახებ 35 წლის ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან განაცხადა:
„ვფიქრობ, რომ მოკრივედ ყოფნა უფრო რთულია, ვიდრე ფეხბურთელობა. მოკრივეები მარტონი არიან. არ ვფიქრობ, რომ მე მათ ადგილზე ყოფნას შევძლებდი. ეს შეუძლებელია. ამ ნიჭით უნდა იბადებოდა. ვთვლი, რომ მე დავიბადე იმისთვის, რომ ვიყო პროფესიონალი ფეხბურთელი.
ფეხბურთში, ჩვეულებრივი თამაშების ყურებას მირჩევნია კრივს ან UFC-ს ვუყურო. იყო დრო, როდესაც კრივზეც ვვარჯიშობდი, რადგან სპორტის ეს სახეობა ანვითარებს რეაქციას და აუმჯობესებს მოძრაობას“, – აღნიშნა რონალდუმ.





