სახილ ალახვერდოვი ოლიმპიადას დაემშვიდობა. 22 წლის ქართველმა მოკრივემ 1/16 ფინალურ დაპირისპირებაში ჩინელ იანუან ჰუსთან უშანსოდ წააგო. რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა მინსკის ევროპული თამაშების ვერცხლისმედალოსანს მარტივად სძლია.
მოკრივეებმა სამივე რაუნდი სრულად ჩაატარეს. ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით, ჰუ სამივე რაუნდის გამარჯვებული გახდა და 1/8 ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, ესკერხან მადიევი მერვედფინალშია.






