ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, კარიერა “მილანში” გააგრძელოს. Metaratings-ის ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
წყარო იტყობინება, რომ ტრანსფერის განხორციელებაში იტალიურ კლუბს დახმარება თბილისის მერმა კახა კალაძემ გაუწია, რომელიც “როსონერიში” 2001-2010 წლებში თამაშობდა.
მილანს კვარაცხელიას მიმდინარე წლის გაზაფხულიდან უკავშირებდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას ფასი Transfermarkt-ის მონაცემებით ამ დროისთვის 18 მილიონი ევროა.
ქართველი ფეხბურთელი რუბინში 2019 წლიდან თამაშობს, 51 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.








