საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარა ოლიმმპიური თამაშები ავსტრალიის ქალაქ ბრიბენში ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება სოკ-ის სესიაზე იქნა მიღებული.
ბრისბენმა, რომელიც თავიდანვე უმთავრეს ფავორიტად სახელდებოდა, თურქეთის, ყატარის, ინდონეზიის, ინდოეთისა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეების ერთობლივ განაცხადებს აჯობა.
ეს უკვე მე-3 შემთხვევაა, როდესაც ზაფხულის ოლიმპიადას ავსტრალია მიიღებს. 1956 წელს თამაშებს მელბურნმა უმასპინძლა, 2000-ში კი სიდნეიმ.








