პირველად ქართული MMA-ის ისტორიაში, UFC-ის ოქროს ქამარი საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენს დედაქალაქში რამოდენიმე საათის წინ ქართველი მებრძოლი მერაბ დვალშვილი და მისი მეგობრები სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი და მსუბუქი წონის ვარსკვლავი ალ იაკუინტა ჩამოვიდნენ.
ქართველმა გულშემატკივრებმა ტიტულოვან სპორტსმენებს საკმაოდ ემოციური დახვედრა მოუწყვეს.
მერაბ დვალშივილმა მეგობრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობა სამების ტაძარი უკვე მოინახულა და ამ ამბის ამსახვველი ფოტო თავის სოციალურ ქსელში განათავსა.









