ფრანგული “მეცი” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ამჯერად მათ ამხანაგური მატჩი ბელგიური “სერენის” წინააღმდეგ გამართეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო და მოედანზე დასკვნითი 45 წუთი დაჰყო.
გიორგისთვის ამ მატჩს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ის თავის ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა და მატჩის შემდეგ ყოფილმა თანაგუნდელებმა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.
ცნობისთვის, საფეხბურთო კლუბი “მეცი” მომდევნო მატჩს 24 ივლისს გერმანული მიუნხენ “გლადბახის” წინააღმდეგ გამართავს.





