საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმს ორი ახალწვეული ჰყავს. საქართველოს ვიცე ჩემპიონმა დავით ზურაბიანი და მიხეილ ავალიანი დაიმატა. ორივე ფეხბურთელი დინამო თბილისის აკადემიის წევრი იყო, დინამო ბათუმში კი პირველ გუნდში ითამაშებენ.
ზურაბიანი 19 წლის თავდამსხმელია, ბათუმელია და კლუბისთვის მისი დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის ავალიანი კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა ტრე პენეს პირველი მატჩი სტუმრად 4:0 მოუგო. საპასუხო შეხვედრა ბათუმში 15 ივლისს 20:30 საათზე დაიწყება.





