გიორგი მიქაუტაძემ ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა, რომლებიც მოსამზადებელ ეტაპს საფრანგეთში გადიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ფრანგული მეცის წევრია, გასული სეზონი კი ბელგიურ სერენში გაატარა და ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. სერენი სწორედ მეცის პარტნიორი კლუბია და ამჟამად, მზადებას ფრანგების ბაზაზე გადის, ამდენად, მიქაუტაძეს მეგობრების მონახულების შანსი ხელიდან არ გაუშვია.
“ნახეთ, ვინ მოვიდა. სასიამოვნო ვიზიტი ჩვენი გუნდისთვის, რომელიც მეცის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფება”, – დაწერა სერენის პრეს-სამსახურმა და შესაბამისი ფოტო მასალაც გამოაქვეყნა.





