რამდენიმე წუთის წინ, „მანჩესტერ სიტის“ ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფერნანდინიო კლუბში დარჩება.
მხარეებს შორის ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. შედეგად, ვეტერანი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ღირსებას 2022 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
36 წლის ფერნანდინიო „ქალაქელთა“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ფერნანდინიომ „სიტის“ შემადგენლობაში 245 მატჩში და 18 გოლთან ერთად ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.





