ეროვნული ლიგის მე-18 ტურში თბილისის “დინამომ” “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა, მან მე-17 და 65-ე წუთებზე გაიტანა. გაბედავამ პირველ შემთხვევაში ზორან მარუშიჩის პასით გამოიჩინა თავი. სერბმა “ლოკოსთან” პირველი წრის შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა ამჯერადაც მიიღო.
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” მეორე მატჩი მოიგო. მესამე წრეს დინამო თბილისი საკუთარ არენაზე სამგურალთან მატჩით გახსნის, რომელსაც ამ სეზონში ვერცერთი მატჩი ვერ მოუგო.





