იტალიის ნაკრების კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ შვეიცარიასთან დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო, მას მოედნის დატოვება მატჩის 24-ე წუთზე მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კიელინი მერვედფინალში თამაშს.
ჯორჯომ სამედიცინო გამოკვლევა ფლორენციაში გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ ჩანს, ის უელსთან შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, ჯორჯოს გამოჯანმრთელებას მერვედფინალისთვისაც არ ელიან.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა პირველმა შეძლო ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა. “სკუადრა აძურას” უელსთან ფრეც ჰყოფნის, რათა A ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულოს. იტალიას მერვედფინალური მატჩის ჩატარება 26 ივნისს მოუწევს.





