კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში ქართველების ანორთოსისმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი მეათეადგილოსან ერმისს ესტუმრა და წაგებას გიორგი ქვილითაიას გოლით გადაურჩა.
შეხვედრაში მასპინძლები 39-ე წუთზე ჰოლტის გოლით დაწინაურდნენ, წონასწორობა კი 78-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა აღადგინა და ანორთოსისი წაგებას გადაარჩინა. მატჩი საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა.
ქვილითაიას გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ლორიამაც, ბუბა დაუშვილი კი ქეცბაიამ განაცხადს მიღმა დატოვა.
14 ტურის შემდეგ, ანორთოსისი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს და პირველადგილოსან აპოლონს 2 ქულით ჩამორჩება.




