თორნიკე შენგელიას ცსკა ვითიბი ლიგის გამარჯვებულია. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ფინალურ სერიაში ყაზანის „უნიქსი“ მშრალი სხვაობით, 3:0 დაამარცხა.
სერიის გადამწყვეტ მატჩში ცსკა-მ მეტოქე 89:81 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვეს. თორნიკე შენგელია შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მან მოედანზე გატარებულ 26 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.




