საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე 24 საათით ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება.
ტვენტეს სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ეს გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი აბურჯანიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ქალაქ ენსხედეში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





