ერიკ გარსია მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ ღირსებას დაიცავს. უცხოური პრესა 21 წლის მცველს კატალონიურ გრანდს აქამდეც უკავშირებდა, დღეს კი ეს ამბავი ოფიციალურად დადასტურდა.
შეიძლება ითქვას, რომ ერიკ გარსია შინ დაბრუნდა, რადგან ის „ბლაუგრანას“ აღზრდილია. მისი ნიჭიერება არ გამოეპარა „მანჩესტერ სიტის“ ბოსებს და ესპანელი ფეხბურთელი 2018 წელს თავისთან წაიყვანეს.
ერიკ გარსიამ მანჩესტერულ გრანდში ყოფნის დროს ჯამში 35 მატჩი გამართა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ესპანელი მცველი „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.





