როლან გაროსის ძირითად ბადეში 29 წლის ქართველი ჩოგბურთელის, ეკატერინე გორგოძის პირველი მეტოქე ცნობილია. ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის დანიელ ჩოგბურთელს, კლარა ტაუსონს შეხვდება, რომელიც ქალებს შორის მსოფლიო რეიტინგში 90-ე ადგილს იკავებს. მატჩი 30 მაისს, 13:00 საათიდან ჩატარდება.
აქამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ და ის დაპირისპირება დანიელის გამარჯვებით დასრულდა. ტაუსონთან გამარჯვების შემთხვევაში, გორგოძე ვიქტორია აზარენგასა და სვეტლანა კუზნეცოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ეკატერინე გორგოძე მსოფლიო რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს. ის როლან გაროსის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა, სადაც ორ შეხვედრაში გაიმარჯვა. ამ ეტაპზე ყოფნა ქართული ჩოგბურთისთვის ისტორიულია, რადგან ქალ ჩოგბურთელებს შორის ამ სტადიაზე გასვლა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერავინ შეძლო.







