მადრიდის რეალმა ავსტრიელი მცველის, დავიდ ალაბას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 28 წლის მცველი „სამეფო კლუბში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ალაბა რეალში 2026 წლამდე დარჩება და ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს აიღებს. როგორც სამეფო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, კონტრაქტის დამატებითი დეტალები ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებასაც ამის შემდეგ გაივლის.
შეგახსენებთ, რომ „რეალში“ გადასვლამდე ალაბა 11 წლის განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა. „რეკორდმეისტერთან“ ერთად 28 წლის ფეხბურთელმა მრავალი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგაც.
💻 #WelcomeAlaba pic.twitter.com/acS6QDtNkb
— Real Madrid C.F. (@realmadrid) May 28, 2021





