Het Laatste Nieuws-ის ინფორმაციით, ინტერის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შეიძლება პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.
წყაროს ინფორმაციით, ლონდონის ჩელსის წარმომადგენლებმა ბელგიელის აგენტებთან მოლაპარაკებები გამართეს.
ლონდონური კლუბი 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის ფინანსების მოძიების მიზნით, რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.
ლუკაკუ ჩელსიში 2011 წლიდან 2014 წლამდე ირიცხებოდა, თუმცა ამ პერიოდის უმეტესი ნაწილი იჯარით სხვადასხვა პრემიერ ლიგურ გუნდებში გაატარა.





