მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდ ერლინგ ჰოლანდით დაინტერესებას კვლავ გამოხატავს.
As-ის ინფორმაციით, მადრიდელები ნორვეგიელს სავარაუდოდ, 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დაელოდოს – ახლა მათ ტრანსფერში ძალიან ბევრი თანხის გადახდა მოუწევთ.
მომავალ ზაფხულს, ნორვეგიელის შეძენა ნაკლებ თანხად იქნება შესაძლებელი, რადგან ამ დროს კლუბთან კონტრაქტში სწორედ ეს პუნქტია ჩადებული.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს და დორტმუნდელთა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ჰანს-იოახიმ ვაცკეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
ამიტომ დორტმუნდელები მზად არის მადრიდს მიანიჭოს პრიორიტეტი ფეხბურთელისთვის კონკურენციის შემთხვევაში. ფეხბურთელს თავად სურს რეალში წასვლა.





