Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსიმ ვესტ ჰემისა და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის დეკლან რაისის მიმართ განაახლა ინტერესი.
„ლურჯებს“ 22 წლის ფეხბურთელის შეძენა ფრენკ ლამპარდის მეთაურობის დროს სურდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რაისისადმი ინტერესს, გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი თომას ტუხელიც იჩენს.
ჩელსიმ შეიძლება გარიგებაში, თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი ჩართოს. „ჩაქუჩების“ საყრდენი 90 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.
მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი ასევე ინტერესდებიან რაისით, მაგრამ ის თავად ჩელსიში გადასვლას ამჯობინებს.





