„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა, თუ როგორი გავლენა მოახდინა გუნდზე ცენტრალური მცველების ტრავმიანობამ პრემიერ ლიგის ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში, სადაც „მერსისაიდელები“ მე-4 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.
„მანჩესტერ სიტი“, ერთდროულად სამი ცენტრალური მცველის დაკარგვის შემთხვევაში, ჩემპიონი ვერ გახდებოდა.
როდესაც ცენტრალური მცველები დავკარგეთ, ჩვენ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ფეხი მოვიტეხეთ, მაგრამ მატჩების მოგება მაინც მოვახერხეთ. ეს გამარჯვებები ყოველთვის დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მოვიგეთ და გავიტანეთ.
ახალგაზრდა ბიჭები მზად არ იყვნენ დაცვის ცენტრში სათამაშოდ, ჩვენ ნახევარმცველების ცენტრალური მცველების გადამზადება მოგვიწია, ამან გუნდის „ხერხემალი გატეხა“ და ყველაფერი ჩამოიშალა“, – თქვა კლოპმა.








