ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში რომ აღარ გაიმართება უეფამ უკვე დაადასტურა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 29 მაისს „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ ფინალში ურთიერთობას პორტუგალიის ქალაქ პორტუში გაარკვევენ.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
„გულშემატკივრები უკვე წელიწადზე მეტია იტანჯებიან. პანდემიის გამო მათ არ აქვთ საშუალება საყვარელი გუნდის თამაში ტრიბუნებიდან, ცოცხლად იხილონ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი საკლუბო დონეზე უმაღლესი მწვერვალია. ვეღარ დავუშვებდით, რომ მატჩი ცარიელ სტადიონზე გამართულიყო, რადგან თურქეთში მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
ჩვენ პორტუგალიაში მეგობრებს დავუკავშირდით და დახმარება ვთხოვეთ. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და ფინალიც პორტუში გაიმართება“ – აღნიშნავს უეფას პრეზიდენტი.





