ტურინის იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო და გუნდის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კლუბში დარჩებიან.
„ჩვენ გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით. ეს ნორმალურია და ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.
ანდრეა იუვენტუსის თავკაცად დარჩება, იგივეს თქმა შემიძლია რონალდუზეც”, – განაცხადა ნედვედმა.
იუვენტუსი, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სერია A-ს ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ გუნდმა მილანთან გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 წააგო და ამით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სათუო გახადა.





