business gazeta ქართველი და ყაზანელი გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და შესაძლოა მოედანს ამ უქმეებზეც კი დაუბრუნდეს.
ხვიჩამ ბარძაყის კუნთი 18 აპრილს, ეკატერინბურგის ურალთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1:0) დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, მას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა საბედნიეროდ ეს არ გამართლდა და კვარა ბრუნდება.
20 წლის ქართველი რუბინისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და ლიდერია, ასე რომ მისი დაბრუნება გუნდისთვის შესანიშნავი ინფორმაციაა, თანაც სეზონის გადამწყვეტ მომენტში.
დარჩენილ ორ ტურში ყაზანელები გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს, ტულის არსენალს (8 მაისს) და ვოლგოგრადის როტორს (16 მაისს) დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ გუნდებშიც ქართველები თამაშობენ და მათი შეხვედრა საინტერესო უნდა გამოდგეს.





