20 წლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ შემადგენლობაში აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გამოკითხვას ყაზანური კლუბი აწარმოებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ხვიჩამ კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა. მან გამოკითხულთა ხმების 90% მიიღო.
აპრილში კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით სამ შეხვედრაში ითამაშა. სოჭისთან, 1:0 მოგებულ შეხვედრაში კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.





