მინო რაიოლამ ფეხბურთში სააგენტო ბიზნესის საჭიროების შესახებ მედიას საკუთარი აზრი გაუზიარა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ სურს ფიფას აგენტების საქმიანობის დარეგულირება?
– ნახეთ, ფიფას ამდენი პრობლემის დამალვა სჭირდება და ისინი ერთდროულად ქმნიან ახლებსაც. ცხადი ხდება, რომ ფეხბურთში რეალური ძალა ფეხბურთელებს აქვთ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან მას. ამიტომ, ფიფას სურს შეასუსტოს მათი მოქმედების უნარი, შეამციროს მათი ძალა.
– ფიფა ამბობს, რომ აგენტებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ.
– მათ არ იციან რა არის ფეხბურთი. კარგი, მოდით, ასევე შევზღუდოთ მოთამაშის ხელფასები, ან გადარიცხვები, ანაც ბილეთის ფასები. რატომ იღებს ფიფა ყოველწლიურად ფულს სპონსორებისგან, სატელევიზიო უფლებების სანაცვლოდ? რატომ არ ზღუდავს ამასაც?
– რაც შეეხება აგენტების გავლენას?
– აგენტების საქმეა მოთამაშეთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. სპორტული დირექტორების საქმეა კლუბების ინტერესების დაცვა. ეს ჰგავს როლს როისის ყიდვას და მძღოლისთვის ფულის გადახდას, ან იყიდოთ თვითმფრინავი, მაგრამ მფრინავი არ აიყვანოთ. ეს ხომ სრული სიგიჟე იქნება.
აგენტები ფეხბურთის ნაწილია. რა თქმა უნდა, არასდროს მივსულვარ მოლაპარაკებებზე მაგიდის ქვეშ არსებულ ქვემეხთან. თუ ჩვენ ვარსებობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ფეხბურთელები და კლუბები გვჭირდება, – თქვა რაიოლამ.





