მამაკაც ჩოგბურთელთა პროფესიონალური ასოციაციის (ATP) ხელმძღვანელობა მეტად საინტერესო საკითხზე ფიქრობს, რაც ბალახის საფარიან კორტებზე მასტერსის სერიის ტურნირის დანერგვას გულისხმობს.
სამეფო სპორტის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ სჭირდება, რომ ამჟამად სულ 9 მასტერსის ტურნირი იმართება – 3 გრუნტის, ხოლო 6 ჰარდის ტიპის კორტებზე.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბალახს თავისი მასტერსი არ აქვს და ATP-იც ამ საკითხის ირგვლივ აქტიური ნაბიჯების გადადგმას იწყებს.
ATP-ის თავკაცის, ანდრეა გაუდენცის თქმით უიმბლდონის წინ, ბალახზე მასტერსის ჩატარება ცუდი იდეა არ არის და საჩოგბურთო ტურნირების კალენდარშიც დიდი სიამოვნებით იხილავდა, რომელიც დიდ ბრიტანეტში გაიამართება.
„პირადად მე წინააღმდეგი არ ვარ და ეს იდეა მხიბლავს. ორგანიზაციის წევრებს და საბჭოს ამ საკითხს განსახილველად აუცილებლად წარვუდგენ. უიმბლდონის წინ, ბალახის საფარზე მასტერსის ტურნირის გამართვა ჩოგბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ – ამბობს ანდრეა გაუდენცი.





